Belive

იამალი: 'საფრანგეთს მოვუგებთ, საუკეთესო ფეხბურთელზე არ ვისაუბრებ'

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხუთშაბათს შტუტგარტში ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართება, ერთმანეთს ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. გარდა პრესტიჟული ტურნირის ფინალის საგზურისა, ამ მატჩს კიდევ ერთი დამატებითი ინტრიგა ახლავს. იამალი და დემბელე ერთმანეთის პირისპირ - ორი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტია. ჟურნალისტმა იამალს ასეთი კითხვა დაუსვა: ვის მისცემთ ხმას ოქროს ბურთზე? წლის საუკეთესო მოთამაშეს თუ ხუთშაბათს გამარჯვებულს?

დარწმუნებული ვარ, ხუთშაბათს საფრანგეთს მოვუგებთ, რაც შეეხება საუკეთესო ფეხბურთელს, თუ თამაშამდე მე ან დემბელეს რამე დაგვემართება, ვის მისცემთ ხმას, უბრალოდ იმას, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს?

ვიცი ვისაც მივცემ ხმას, მაგრამ ამას ჩემთვის შევინახავ. - განაცხადა ლამინე იამალმა

ამ ორ ფეხბურთელს შორის დიდი კონკურენციაა, დემბელემ ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო 17 წლის იამალმა ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი. დემბელემ კლუბისა და ნაკრების შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 35 გოლი გაიტანა, ხოლო იამალმა - 19.

2025 წლის ოქროს ბურთის ჯილდოს ნომინანტები აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდებიან, ცერემონია კი 22 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები