Belive

,,ჰოლანდს ვუთხარი, რომ გოლები აღარ გაიტანოს, რადგან შურიანი ვარ'' - გვარდიოლა ზლატანის კომენტარზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის კომენტარს ირონიით გამოეხმაურა. შვედმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ესპანელი სპეციალისტის ეგო ფეხბურთელებს წინსვლაში ხელს უშლის:

,,იბრაჰიმოვიჩი მართალია, აბსოლუტურად მართალია. ამ გუნდში ჩემი ეგო ყველა სხვა ადამიანზე, ყველა ფეხბურთელზე მაღლა დგას. არ მომწონს, როცა ერლინგ ჰოლანდი სამ გოლს იტანს, როცა მომენტები მისთვის იქმნება. მისი ძალიან მშურს, სიმართლე გითხრათ ძალიან შურიანი ვარ!

ერლინგს ვუთხარი: ,,გთხოვ, აღარ გაიტანო გოლები, თორემ, გაზეთები მხოლოდ შენზე ილაპარაკებენ.'' იბრაჰიმოვიჩი მართალია, კარგად მიცნობს. შეიძლება, მან კიდევ ერთი წიგნი დაწეროს,'' - გვარდიოლას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც გვარდიოლას ხელმძღვანელობით ,,ბარსელონაში'' ერთი სეზონი გაატარა, სპეციალისტს ხშირად აკრიტიკებს. ზლატანმა პეპს რამდენიმე წლის წინ, ,,მტერიც'' უწოდა.

სხვა სტატიები