Belive

ჰოლანდით თუ მის გარეშე? დორტმუნდი შოტლანდიაშია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპა ლიგის 1/16-ფინალის საპასუხო მატჩისთვის დორტმუნდის "ბორუსია" შოტლანდიაში გაემგზავრა. "რეინჯერსთან" პირველი მატჩის საკუთარ კედლებში (2:4) მარცხის შემდეგ, გერმანელებს კვლავ დიდი დანაკლისი აქვთ. როგორც ცნობილია, მარკო როსეს გუნდი საპასუხო შეხვედრას ერლინგ ჰოლანდის გარეშე გამართავს. ნორვეგიელ თავდამსხმელს 1 თვეა კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ის "ბორუსიას" მნიშვნელოვან მატჩებში ვერ ეხმარება. აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდი ბოლოს მოედანზე 22 იანვარს, "ჰოფენჰაიმთან" (3:2) გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ერლინგმა ორშაბათს გუნდთან ერთად ვარჯიში ჩაატარა, ის შოტლანდიაში მაინც ვერ გაემგზავრა. ჰოლანდს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში 23 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს.  

სხვა სტატიები