Belive

ჰოლანდი: ,,ინტერთან გაგვიჭირდება, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო. მაგრამ, პირველ ყოვლისა, ეს არის მატჩი, რომელიც მოსაგებია. ჩვენი სეზონი ფანტასტიკური იყო და გვინდა, რომ ის მაქსიმალურად კარგად დავასრულოთ. ისეთი დიდი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ინტერია, გაგვიჭირდება, მაგრამ გამარჯვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

გვარდიოლასგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. დიახ, ახალ სათამაშო სტილთან და ახალ თანაგუნდელებთან ადაპტაცია მომიწია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს გამომივიდა. ,,სიტში'' გატარებული ყოველი წუთი სიამოვნებას მანიჭებს,'' - განაცხადა ჰოლანდმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ,,მანჩესტე სიტისა” და ,,ინტერს” შორის შაბათს, 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.

სხვა სტატიები