Belive

ჰოლანდი: ,,გვარდიოლა ყველაფერზე ფიქრობს და მასში სწორედ ეს მომწონს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, გუნდის მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან, ერთად მუშაობაზე ისაუბრა:

,,გვარდიოლასთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ის, ისევე როგორც მე, ფეხბურთის მოყვარულია.

პეპი ყველაფერზე ფიქრობს, მაგალითად, როგორ გააუმჯობესოს გარკვეული ასპექტები და მასში სწორედ ეს მომწონს.

,,სიტის'' საკუთარი სისტემა აქვს შემუშავებული, მე კი ვცდილობ, ამას რაც შეიძლება მალე შევეჩვიო. ასე რომ, სხვა რამეზე ფიქრის დრო არ მაქვს,'' - განაცხადა ჰოლანდმა.

,,მანჩესტერ სიტიმ'' ჰოლანდი ზაფხულში გაიფორმა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა'' მაისურით ჩატარებულ 8 შეხვედრაში 12 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები