Belive

ჰოლანდი დორტმუნდს ძვირადღირებული საჩუქრებით დაემშვიდობა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ახალწვეული - ერლინგ ჰოლანდი, "დორტმუნდს" ძვირადღირებული საჩუქრებით დაემშვიდობა. აღნიშნულ ინფორმაციას გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ჰოლანდმა საჩუქრებში 500.000 ევროზე მეტი დახარჯა და თანაგუნდელებთან ერთად, უყურადღებოდ არც მომსახურე პერსონალი დატოვა. ნორვეგიელმა ვარსკვლავმა "დორტმუნდის" 33 ფეხბურთელს “Rolex”-ის უძვირფასესი საათი აჩუქა. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული საათის ღირებულება 13.000-დან 15.000 ევრომდეა. ჰოლანდმა საჩუქრები ბუნდესლიგის გრანდის მომსახურე პერსონალსაც გაუკეთა - კლუბის ექიმებს, თერაპევტებს, მზარეულებსა და სხვებს "Omega"-ს საათები ერგოთ, რომელთა ღირებულება 5.000-დან 7.000 ევრომდეა. შეგახსენებთ, ჰოლანდმა "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 89 შეხვედრაში, 86 გოლის გატანა შეძლო. ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყოველკვირეული ანაზღაურების სახით, "მანჩესტერ სიტი" ჰოლანდს კვირაში £385.000 გადაუხდის.

სხვა სტატიები