Belive

ჰოლანდი: ,,ჩემი ოცნებაა, ბურთს ხუთჯერ შევეხო და 5 გოლი გავიტანო''

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი, ,,დორტმუნდთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, მის მიმართ გავრცელებულ კრიტიკას გამოეხმაურა - ბოლო პერიოდში რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ნორვეგიელი ბურთს საკმარისად ბევრჯერ არ ეხება:

,,ხალხი, შესაძლოა, იმაზე საუბრობს, რომ ბურთს ბევრჯერ არ ვეხები, მაგრამ ეს არ მაინტერესებს. ზუსტად ვიცი, რა უნდა გავაკეთო და ეს დღეს, რთულ მატჩშიც დავამტკიცე. სწორედ ამის გაგრძელებას ვაპირებ.

ჩემი ოცნებაა, ბურთს ხუთჯერ შევეხო და 5 გოლი გავიტანო! ეს ჩემი უდიდესი ოცნებაა,'' - ჰოლანდის სიტყვებს Daily Mail-ი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფირი ეტაპის მეორე ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,დორტმუნდს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გამარჯვების გოლი სწორედ ჰოლანდმა გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელის ანგარიშზე ,,სიტის'' მაისურით ჩატარებულ 9 შეხვედრაში 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები