Belive

ჰოლანდი ამხანაგურ მატჩში საუკეთესოდ დასახელდა, ნორვეგიელმა 7 ათას დოლარამდე მიიღო

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც იაპონიაში გაიმართა, ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,იოკოჰამა მარინოსი'' 5:3 დაამარცხა.

მატჩში დუბლი გაიფორმა ერლინგ ჰოლანდმა. ნორვეგიელი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ერლინგმა მატჩის ორგანიზატორებისგან ჯილდოს სახით მილიონი იაპონური იენი მიიღო, რაც დაახლოებით 7 ათასი დოლარია.

,,მანჩესტერ სიტი'' მომავალ შეხვედრას 26 ივლისს, ტოკიოში, ,,ბაიერნის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები