Belive

ჰიმნი იმღერა, მაგრამ არ უთამაშია - მაროკომ მეკარე მატჩის დაწყებამდე წამებით ადრე შეცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიასთან შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მეკარე შეცვალა.

აფრიკელთა ძირითად შემადგენლობაში ,,სევილიას'' მეკარეს, იასინ ბონოს უნდა ეთამაშა, რომელმაც მატჩის წინ თანაგუნდელებთან ერთად ჰიმნიც იმღერა, თუმცა შეხვედრის დაწყების შემდეგ, კარში მაროკოელთა მეორე მეკარე - მუნირ მოჰამედი აღმოჩნდა.

BBC-ის კომენტატორს 38 წუთი დასჭირდა იმისთვის, რომ ცვლილება შეემჩნია, მანამდე კი მუნირს ბონოდ მოიხსენიებდა.

მეკარის შეცვლის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ დასახელებულა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ბონო თავბრუსხვევამ შეაწუხა.

სხვა სტატიები