ჰერტას მწვრთნელმა მე-2 ბუნდესლიგის პირველ მატჩში სამი შვილი ათამაშა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში ,,ჰერტა'' ,,დიუსელდორფთან'' სტუმრად 0:1 დამარცხდა.
ბერლინური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პალ დარდაიმ, მატჩში 3 შვილი ათამაშა, რაც გერმანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
მარტონ დარდაი (21 წლის) ,,ჰერტას'' ძირითად შემადგენლობაში იყო, პალკო (24 წლის) მოედანზე 30-ე წუთზე ტრავმირებული ვინკლერის ნაცვლად შევიდა, 78-ე წუთზე კი მწვრთნელმა თამაშში 17 წლის ბენსიც ჩართო.
პალ დარდაი 1997-2011 წლებში ,,ჰერტაში'' თამაშობდა. მისი სამივე შვილი სწორედ ბერლინშია დაბადებული.
Ok, so this is pretty crazy stuff coming from Hertha Berlin…
— EuroFoot (@eurofootcom) July 30, 2023
Manager Pál Dárdai officially played all 3 of his sons in a Bundesliga 2 match vs Düsseldorf last night.
Marton (21), Palko (24) and Bence (17) all featured. In short, a family gathering! 😅👨👦👦 pic.twitter.com/2n0vez72rK