Belive

ჰენდერსონს 2019 წელს იმაზე მეტი ტიტული აქვს მოგებული ვიდრე იუნაიტედის ბოლო სამ კაპიტანს ერთად

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2019 წელს ჰენდერსონმა და ლივერპულმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოიგეს. მაისში ჩემპიონთა ლიგის ფინალი, აგვისტოში სუპერ თასი და ახლა დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ამის პარალელურად ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედს" არცერთი ტიტული არ აქვს მოგებული. ბოლოს "წითელმა ეშმაკებმა" ევროპის ლიგის მოგება შეძლეს და მაშინ კაპიტანი უეინ რუნი გახლდათ. ამის შემდეგ ლეგენდარულმა ინგლისელმა თავდამსხმელმა დატოვა კლუბი და გუნდს კაპიტნობას მიყოლებით ჯერ მაიკლ კერიკი, შემდეგ ანტონიო ვალენსია და ახლა ეშლი იანგი უწევს. ჩამოთვლილმა კაპიტნებმა ვერცერთი ტიტულის მოგება შეძლეს ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში, ხოლო ჰენდერსონმა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ უკვე სამი ტუტლის მოგება შეძლო მიმდინარე წელს.

სხვა სტატიები