Belive

ჰენდერსონი: ,,ჩვენ ვიცით, რამდენი პენალტი და გოლი გაუტანა კეინს ჩვენს სასარგებლოდ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯორდან ჰენდერსონმა, საფრანგეთთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ახლა სწორი სიტყვების პოვნა რთულია. გაშვებული გოლით იმედგაცრუებულები ვიყავით, თუმცა ხასიათი გამოვავლინეთ და გავათანაბრეთ. ყველაფერი გავიღეთ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ჩვენი ღამე არ იყო.

ჩვენ ვიცით, რამდენი პენალტი და გოლი გაუტანია კეინს ჩვენს სასარგებლოდ. მომავალში ის უფრო ძლიერი იქნება. ჰარი მსოფლიო დონის თავდამსხმელი და ჩვენი კაპიტანია. ის დაბრუნდება.

უნდა შევაქოთ საფრანგეთი, რომელიც კარგი გუნდია. თუმცა, ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო,'' - ჰენდერსონის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრაში საფრანგეთმა ინგლისს 2:1 მოუგო. მატჩის მიწურულს ჰარი კეინს გათანაბრება შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

ნახევარფინალში საფრანგეთის მეტოქე მაროკო იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში პორტუგალიას აჯობა.

სხვა სტატიები