Belive

ჰენდერსონი: "ასეთი რამ წარმოუდგენელია, ეს კომპიუტერული თამაშის სტატისტიკაა" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" კაპიტანმა ჯორდან ჰენდერსონმა გუნდის შემტევი სამეულის ერთ-ერთი წევრის მოჰამედ სალაჰის შესახებ ისაუბრა, რომელმაც მერსისაიდული გუნდის მაისურით უკვე მეასე გოლი გაიტანა. "ყბა ჩამომივარდა ამ სტატისტიკისგან. 100 გოლი სულ რაღაც 159 მატჩში - ეს უბრალოდ კომპიუტერული თამაშის შედეგია. წავიკითხე, რომ მხოლოდ ორმა მოთამაშემ, როჯერ ჰანტმა და ჯეკ პარკინსონმა მიაღწიეს ამ მაჩვენებელს მასზე სწრაფად და თან ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. ეს იმაზე მეტყველებს, თუ რამხელა როლი მიუძღვის მოს გუნდის წარმატებაში. ჩვენ გაგვიმართლა, რადგან მასთან ვთანამშრომლობთ და გულშემატკივრებს შეუძლიათ ბედნიერი იყვნენ, ვინაიდან ისინი მხარს უჭერენ გუნდს, რომელსაც ჰყავს სალაჰი", - ციტირებს ინგლისელი ნახევარმცველის სიტყვებს "ლივერპულის" პრესსამსახური. ეგვიპტელი "ფარაონი" "წითლების" შემადგენლობაში 2017 წლის შემდეგ ირიცხება და ამ დროში პრემიერლიგის, ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები