Belive

ჰატაისპორის ფეხბურთელი და დირექტორი ნანგრევებში არიან მოყოლილი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, საბა ლობჟანიძის კლუბის "ჰატაისპორის" წევრები თურქეთში მომხდარი კატასტროფის შედეგად ნანგრევებში იმყოფებიან.

მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც თურქეთსა და სირიაში 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ინგლისის პრემიერ ლიგის ყოფილი ფეხბურთელი, 31 წლის განელი შემტევი, კრისტიან ატსუ შენობის ნანგრევებში მოხვდა და მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.

ამჟამად ატსუ დაკარგულთა შორის ითვლება, თუმცა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ მიმდინარეობს.

გარდა ფეხბურთელის, ნანგრევებში ასევე კლუბის სპორტული დირექტორი, ტანერ სავუტიც იმყოფება.


საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. იქ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

  • საქართველოს საელჩოს ანკარაში +905336903040; +905392208280;
  • გენერალურ საკონსულოს სტამბოლში +905418184400;
  • გენერალურ საკონსულოს ტრაბზონში +905413262226;

სხვა სტატიები