Belive

ჰარი მაგუაიერი ასტონ ვილას საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დიდი ხანია, რაც უკვე "მანჩესტერისა" და ინგლისის ნაკრების მცველზე ჰარი მაგუაიერზე ვრცელდებოდა ჭორები, რომ ერიკ ტან ჰაგის გუნდს დატოვებს. უამრავი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ 29 წლის ფეხბურთლი "ასტონ ვილაში", იჯარის წესით, გადავა. საინტერესოა, რომ მაგუაიერი ბირმინგემში "ასტონ ვილას" საწვრთნელ ბაზასთან შეამჩნიეს.

უსაფუძვლო არაა ის ჭორი, რომ შესაძლოა ინგლისელმა კლუბი დატოვოს. აშკარაა, რომ ჰარიმ ერიკ ტენ ჰაგი საკუთარ ძალებში ვერ დაარწმუნა. ბოლო 5 პრემიერ ლიგური მატჩიდან მაგუაიერი მხოლოდ ერთხელ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში.

ამ ყველაფრის ფონზე, საინტერესოა ფაბრიციო რომანოს განცხადება, რომელიც ამბობს, რომ "მანჩესტერსა" და "ასტონ ვილას" შორის, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არ შემდგარა.

მაგუაიერის ბირმინგემში გამოჩენას იმით ხსნიან, რომ "ევერტონთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთელმა განტვირთვა გადაწყვიტა და იქ გოლფის სათამაშოდ იყო წასული.

სხვა სტატიები