Belive

ჰარი კეინმა მუნდიალზე გატანილი გოლებით პელეს გადაუსწრო

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი 1/16-ფინალური წყვილის შეხვედრა გაიმართა, სადაც ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

კონგო მე-7 წუთზე ბრაიან სიპენგას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც, მაგრამ ჰარი კეინმა კვლავ გაიბრწყინა და თავისი ნაკრები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა, კეინმა ჯერ 75-ე წუთზე გაიტანა, შემდეგ კი მალევე 11 წუთში.

ჰარი კეინმა გატანილი დუბლით მსოფლიო ჩემპიონატებზე 13 გოლი დააგროვა, რითაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა. მან იურგენ კლინსმანს (11), შანდონ კოჩიშსა (11) და პელეს (12) გადაუსწრო.

ჰარი კეინი ამჟამად ჟიუსტ ფონტენს გაუთანაბრდა, ხოლო მას გერდ მიულერი (14), რონალდო ნაზარიო (15), მიროსლავ კლოზე (16), კილიან მბაპე (18*) და ლიონელ მესი (19*) უსწრებენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჰარი კეინს 5 გოლი აქვს გატანილი, ასევე 5 გოლი აქვს ერლინგ ჰოლანდს, 6-6 გოლით კი ბომბარდირთა დავას ლიდერობენ ლეო მესი და კილიან მბაპე.

სხვა სტატიები