Belive

ჰარი კეინმა მიუნხენის სასტუმროში უკვე 1 000 000 ფუნტი დახარჯა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჰარი კეინმა მიუნხენის სასტუმროში 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა, რადგან ბაიერნში გადასვლის შემდეგ მუდმივი საცხოვრებელი არ უპოვია.

ფეხბურთელს ჯერ კიდევ არ შეერთებია მისი ოჯახი ინგლისიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდამსხმელს მუდმივი საცხოვრებლის შერჩევა და გეგმების "დალაგება" უჭირს. The Sun-ის ცნობით, კეინის მდიდრულ Vier Jahreszeiten Kempinski Hotel-ში ცხოვრების ხარჯმა უკვე შვიდნიშნა რიცხვი შეადგინა - მისი ლუქსი ღამეში 10 000 ფუნტი სტერლინგი ღირს.

ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ბაიერნში გადასვლის შემდეგ, შესანიშნავად გამოიყურება, მან ჩატარებულ 14 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები