Belive

ჰარი კეინი: "ვიცოდი, რომ რაია ადრე ხტება"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა, "არსენალსა" და "ბაიერნს" შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. ბუკაიო საკას სწრაფ გოლს მალევე უპასუხა ყოფილმა არსენალელმა სერჟ გნაბრიმ. 32-ე წუთზე კი ჰარი კეინმა პენალტის ნიშნულიდან წინ გაიყვანა სტუმარი გუნდი. საბოლოოდ არსენალმა მატჩი ტროსარის 76-ე წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა.

ყურადღების ღირსია ჰარი კეინის შესრულებული პენალტი, რადგან მან შეცვალა ის დარტყმის სტილი, რასაც წლების განმავლობაში რეგულარულად იყენებდა. დარტყმის მომენტში კეინი სტრატეგიულად, წამიერად შეჩერდა და რაიას პირველ ნაბიჯს დაელოდა.

მე სრულად ვუყურე პენალტების სერიას, რომელიც არსენალმა "პორტუს" წინააღმდეგ ითამაშა. ვიცოდი, რომ დევიდ რაია კუთხეს ძალიან ადრე ირჩევს და ხტება, ამიტომ ჩემი დარტყმის სტილის შეცვლა გადავწყვიტე. სასიამოვნო იყო, რომ ამან გაამართლა. - აღნიშნა ჰარი კეინმა

ორივე გუნდი ემზადება 17 აპრილს "ალიანც არენაზე" განმეორებითი მატჩისთვის. კეინი დარწმუნებულია, რომ ბაიერნი შეძლებს შემდეგ ეტაპზე გასვლას, იმის ფონზე, რომ გერმანიაში ფანებით გადაჭედილ მოედანზე მოუწევთ თამაში. ბავარიის გულშემატკივრებს, უეფას გადაწყვეტილებით, გასვლით მატჩზე დასწრება აკრძალული ჰქონდათ.

ამ საღამოს უგულშემატკივროდ თამაში რთული იყო, მომავალ შეხვედრაში სავსე სტადიონი დაგვეხმარება. გერმანიაში საოცარი გამოცდილება მივიღე, სხვა კულტურა, სხვა ჩემპიონატი... დღევანდელი დღე პატარა ნაბიჯი იყო სწორი მიმართულებით - თქვა კეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ

მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრამდე, ორივე გუნდს, შიდა ჩემპიონატში თამაშები აქვს ჩანიშნული. "მეთოფეები" პრემიერ ლიგაში "ასტონ ვილასთან" უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებენ, ხოლო ბაიერნი ბუნდესლიგაში "კიოლნს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები