Belive

ჰარი კეინი ინგლისის ყველა დროის ბომბარდირი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ნაკრების თავდამხმელი ჰარი კეინი "სამი ლომის" ყველა დროის ბომბარდირი გახდა. აღნიშნული შედეგი მან გუშინ, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დააფიქსირა. 54 გატანილი გოლით ინგლისის ცხრიანმა ლეგენდარულ უეინ რუნის გადაასწრო, რომელსაც ნაკრებში 53 გოლი ჰქონდა გატანილი.

გარდა ამისა, გუშინდელი შეხვედრა ინგლისელი გულშემატკივრისთვის სხვა გარემოებების გამოც იყო გამორჩეული. საუთგეიტის გუნდმა იტალია ნეაპოლში 1:2 დაამარცხა და ეს იყო ინგლისის პირველი გამარჯვება 1961 წლის შემდეგ, რომელიც იტალიაში მოიპოვა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "სამ ლომს" "აძური" 2012 წლის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული.

სხვა სტატიები