Belive

ჰარი კეინი: "ბუსკეტსი ყველა დროის საუკეთესო ნახევარმცველია..."

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა - ჰარი კეინმა, მისი საყვარელი ნახევარმცველის ვინაობა დაასახელა. 

30 წლის ფორვარდის გაცხადებით, იგი სერხიო ბუსკეტსისგან ხშირად იღებს მაგალითს, თუ როგორ უნდა ითამაშოს ნამდვილმა და პროფესიონალმა ფეხბურთელმა. 

"ახალგაზრდობიდან მიყვარს სერხიო ბუსკეტსის თამაშის სტილი. ის წარმოუდგენელი მოთამაშეა იმის გამო, თუ როგორ გადაადგილდება მოედანზე, სხეულით გრძნობს რიგით მომენტებში თუ როგორ უნდა ითამაშოს და ყველანაირი სიტუაციიდან შეუძლია ისე გამოვიდეს, რომ საგოლე მოქმედება შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ მას კლუბში ჰყავდა მესი, ნეიმარი, ხავი, ინიესტა, პიკე, პუიოლი, მასკერანო და ასე შემდეგ, იგი ჩრდილში არასდროს იყო და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა ყოველთვის.

ფეხბურთელი საკუთარ სხეულს ასე მაგრად იყენებდეს მოედანზე, იშვიათია და მე ასეთი არავინ მახსენდება. მისი ერთი ბრუნი, რომელსაც მოედნის ცენტრში აკეთებს, წარმოუდგენელია ვინმეს არ მოეწონოს და მასზე შეყვარებული არ გახდეს.

იგი ახლა მაიამიშია, მაგრამ მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ბუსკეტსი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია..." - ჰარი კეინი

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი სატრანსფერო ფანჯარაზე მიუნხენის "ბაიერნში" გადავიდა. მან 6 ოფიციალური მატჩი გამართა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი საგოლე გადაცემაც გააკეთა. 

მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" 4:3 დაამარცხა. ჰარი კეინმა კი თავი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. 

სხვა სტატიები