Belive

ჰანსი ფლიკი: "ლევანდოვსკი გასული 20 წლის საუკეთესო ფორვარდია"

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ თქვა, რომ ის გასული 20 წლის საუკეთესო ცენტრალური ფორვარდია.

"ვფიქრობ, ეს იყო ძალიან ლამაზი და ემოციური მომენტი (ბეტისთან 3:1 მოგებულ მატჩში ლევანდოვსკის გაცილება). ჩანდა, რომ რობერტს გულში ბარსელონა აქვს.

რობერტის ძალიან მადლობელი ვარ. ის შესანიშნავი ადამიანი და მსოფლიო დონის ფეხბურთელია. გასული 20 წლის განმავლობაში ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ და მისი შეცვლა მარტივი არ იქნება.

ჩვენ გვჭირდება ფორვარდი, რომელიც გუნდთან ითანამშრომლებს და პირველ რიგში, გოლებს გაიტანს" - ამბობს ჰანსი ფლიკი.

4 სეზონის განმავლობაში პოლონელმა ცენტრალურმა ფორვარდმა ბარსელონას შემადგენლობაში 192 მატჩში 119 გოლი გაიტანა, 24 საგოლე პასი გააკეთა და 7 ტიტული (3 ლა ლიგა, 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ესპანეთის სუპერ თასი) მოიგო.

სხვა სტატიები