Belive

ჰამბურგის მწვრთნელი: "ჩაკვეტაძემ პოტენციალი გვანახა, ახლა მას დრო და სიყვარული სჭირდება"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჰამბურგის" მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ ვალტერმა, გუნდის ახალწვეულის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა.
"მას ასათამაშებლად აუცილებლად ცოტა დრო დასჭირდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ნეგატიურ გამოცდილებას იღებდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვესაუბროთ და ვაჩუქოთ სიყვარული, რომელიც ბოლო წლებში არ ჰქონდა.  მან უკვე გვაჩვენა მისი პოტენციალი, მაგრამ ჩვენ უნდა იყოთ მომთმენები მის მიმართ. მას ძალიან კარგად ესმის ბურთის. ტექნიკურად კარგად განსწავლილია, სხვა ასპექტებში კი მისი გაუმჯობესება შესაძლებელია", - თქვა ტიმ ვალტერმა.
საქართველოს ნაკრების 22 წლის ნახევარმცველმა ჯერ "მიდტიულანდფის" წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:5) სადებიუტოდ ითამაშა (სრული მეორე ტაიმი), შემდეგ კი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 21-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ლიდერი "დარმშტადის" წინააღმდეგ (0:5) მოედანზე 78-ე წუთზე შემოვიდა. "ჰამბურგი" 21 ტურის შემდეგ დაგროვილი 37 ქულით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში მეოთხე ადგილს იკავებს და ლიდერ "დარმშტადს" 2 ქულით ჩამორჩება.

სხვა სტატიები