Belive

ჰალის მფლობელი ფანებს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ჰალის" მფლობელი - აჩულ ილიჩალი, ჩემპიონშიპში მოასპარეზე კლუბის ერთგულ გულშემატკივარს განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ილიჩალი "ჰალის" 500 გულშემატკივარს თურქეთში დაასვენებს. გავრცელებული ინფორმაციით, 500 გულშემატკივრის მოგზაურობის ხარჯებს თურქი ბიზნესმენი თავად გაიღებს. ილიჩალის მტკიცებით, ფანები თურქეთის 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში - საუკეთესო პირობებით განთავსდებიან. გასულ სეზონში, ინგლისის ლიგა 1-ის მოგების შემდეგ, "ჰალმა" ჩემპიონშიპის საგზური მოიპოვა, სადაც არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს. იანვარში, "ჰალი" თურქმა ბიზნესმენმა აჩუნ ილიჩალიმ შეიძინა, მთავარ მვწრთნელად კი მისი მეგობარი შოთა არველაძე დაინიშნა. ქართველი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდს ჩემპიონშიპიდან გავარდნის საფრთხე არ ემუქრება, სამომავლოდ კი "ჰალის" მესვეურებს განსაკუთრებული გეგმები აქვთ. რთულ სიტუაციაში გამოჩენილი თანადგომისა და გულშემატკივრობის გამო, ილიჩალის სურ ფანებს მადლობა გადაუხადოს და ამისათვის, 500 მათგანს დაასაჩუქრებს.

"ვფიქრობდი რისი გაკეთება შემეძლო იმისათვის, რომ ჩვენი კლუბის გულშემატკივრებს თავი განსაკუთრებულად ეგრძნოთ. მინდა, რომ "ჰალის" გულშემატკივრობა პრივილეგიად ითვლებოდეს". "ამბერსაიდის აეროპორტიდან ჩარტერული რეისით ანტალიაში გავემგზავრებით. 5 დღით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დავისვენებთ. ერთად გავერთობით და ვიზრუნებთ, რომ ყველას დაუვიწყარი მოგონებები დაგვრჩეს. დანამდვილებით ვერ გეტყვით, თუ რამდენი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ. პირველ რიგში, სამოგზაუროდ წამოვლენ ფანები, რომლებიც კლუბის ყველაზე მეტ მატჩს დაესწრნენ - ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ დაფასებას. ფანების გამოსავლენად ლატარეის პრინციპსაც გამოვიყენებთ და ასევე ვგეგმავთ ქველმოქმედების სახით გარკვეული რაოდენობის ბილეთების დარიგებას. ერთად ფანტასტიკურ 5 დღეს გავატარებთ და განვიტვირთებით", - აღნიშნა ილიჩალიმ.
სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამოგზაურო პაკეტი "ჰალის" 250 გულშემატკივარს გადაეცემა - თითოეულ მათგანს კი ნებისმიერი 1 ადამიანის წაყვანის შესაძლებლობა ექნება.

სხვა სტატიები