Belive

ჰაკან ჩალჰანოღლუ და ტეო ერნანდესი კოვიდ-19-ით დაინფიცირდნენ

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მილანმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის ტესტმა კოვიდ-19-ზე დადებითი შედეგი აჩვენა.
  კლუბის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩალჰანოღლუსა და ერნანდესის მოლეკულური ნაცხის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, გუნდის დანარჩენი წევრების პასუხი უარყოფითია. კლუბმა ამის შესახებ ჯანდაცვის ორგანოებს აცნობა და ორივე მოთამაშე, რომლებსაც სიმპტომები არ აღენიშნებოდათ, დაუყოვნებლივ გადავიდა კარანტინში, საკუთარ სახლებში. შესაბამისად, "მილანს" ვერც ერთი მათგანი "კალიარისთან" 18 იანვარს გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შეგახსნებთ, რომ ანტე რებიჩიც ასევე კოვიდ-19-ითაა ინფიცირებული.  

სხვა სტატიები