ჰაიდენჰაიმმა წაგებით დაიწყო | ბუდუ ზივზივაძის შეფასება
ბუნდესლიგის პირველ ტურში ჰაიდენჰაიმი შინ ვოლფსბურგთან დამარცხდა (1:3). ქართველმა თავდამსხმელმა, ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და მინდორზე 71 წუთი გაატარა.
ანგარიში სტუმრებმა მე-20 წუთზე, ლამაზი გოლით გახსნეს, საჯარიმოს გარედან ანდრეას სკოვ ოლსენმა გაისროლა. ზუსტად 9 წუთში, ასევე ლამაზი გოლით გაათანაბრა ლე სენსამ, ბრაზილიელმა ვოლფსბურგს ჯარიმიდან გაუტანა.
მეორე ტაიმში, ჯერ მატიას სვანბერგმა გაიყვანა წინ სტუმრები, წერტილი კი პენალტის ნიშნულიდან მოჰამედ ამურამ დასვა.
ბუდუ ზივზივაძეს საშუალოზე დაბალი დონის შეხვედრა ჰქონდა. ქართველმა მხოლოდ 9 პასი გააკეთა, საიდანაც 6 იყო ზუსტი. ერთხელ კარში დაარტყა, ერთხელ კი კარისკენ. მისი შეფასება 6.1-დან 6.6-დეა.
ჰაიდენჰაიმი მომდევნო ტურის მატჩს 30 აგვისტოს, სტუმრად, ლაიფციგის წინააღმდეგ ჩაატარებს.
Wir müssen gegen die Wölfe eine Niederlage in Kauf nehmen. ⚽️
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) August 23, 2025
🔴🔵 #NurDerFCH #FCHWOB | @mhp_de pic.twitter.com/oOKCMQmg5F