ჰაიდენჰაიმმა მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფეხბურთელი დაიმატა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგა 1-ის გუნდი ჰაიდენჰაიმი შემტევი ფეხბურთელით გაძლიერდა, მათ 19 წლის არიონ იბრაჰიმოვიჩი დაიმატეს, პოზიციით შემტევი ნახევარმცველი მიუნხენის ბაიერნის საკუთრებაა, ჰაიდენჰაიმში კი იჯარით გადავიდა და მინიმუმ 1 სეზონით, 2026 წლის 30 ივნისამდე აღნიშნულ გუნდში იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ იგი ბუდუ ზივზივაძის გუნდელი იქნება.
არიონ იბრაჰიმოვიჩი ფიურტის აკადემიის აღზრდილია, შემდეგ ნიურბერგის აკადემიაში თამაშობდა, მას შემდეგ კი უმეტესი ნაწილი ბაიერნის ასაკობრივ გუნდებში გაატარა და ასევე რამდენიმე მატჩი მიუნხენური გუნდის მთავარ გუნდში ჩაატარა. იჯარის წესით ასევე ცოტა ხნით გაუშვეს იტალიურ ფროზინონესა და ლაციოში.
ℕ𝕖𝕨 𝕤𝕖𝕒𝕤𝕠𝕟 – 𝕟𝕖𝕨 𝕗𝕒𝕔𝕖 🔥
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) June 25, 2025
🔴🔵 #NurDerFCH pic.twitter.com/9Tv7dZPewk