Belive

"გვსურს, რომ გიორგი რაც შეიძლება მალე იყოს ჩვენს განკარგულებაში" - ხავი გრასია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი ჩემპიონშიპში მომდევნო შეხვედრას 22 ნოემბერს, დერბის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ მატჩზე ისაუბრა უოტფორდელთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გრასიამ და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი ამ შეხვედრასაც გამოტოვებს.

ის პროგრესირების პროცესშია, მაგრამ მას დრო სჭირდება. ის გუნდთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში არ ვარჯიშობდა, ახლა კი ჩვენთან არის და დრო სჭირდება, რომ სრულფასოვნად ივარჯიშოს. დრო და მოთმინებაა საჭირო. ჩვენ გვსურს, რომ გიორგი რაც შეიძლება მალე იყოს ჩვენს განკარგულებაში, მაგრამ მოთმინებაა საჭირო. მას მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ და დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. - ხავი გრასია - უოტფორდის მთავარი მწვრთნელი

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა გასულ სეზონში, 5 აპრილს, ბრისტოლის წინააღმდეგ გამართულ გასვლით მატჩში მიიღო, რის გამოც სეზონის ფინალური ნაწილი და 2025/26 წლების სეზონის დასაწყისი გამოტოვა.

უოტფორდს ჩემპიონშიპის ცხრილში 20 ქულა აქვს და მე-15 პოზიციაზეა (5 მოგება, 5 ფრე, 5 მარცხი).

სხვა სტატიები