Belive

გვარდიოლას პირველი კომენტარი ლეო მესის წასვლასთან დაკავშირებით

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიონელ მესი "ბარსელონას" ფეხბურთელი აღარაა: მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელი ხელფასის განახევრებას და 5-წლიან კონტრაქტზე ხელის მოწერას გეგმავდა, ლა ლიგის ფინანსური რეგულაციებიდან გამომდინარე, მისი და "ბლაუგრანას" გზები გაიყარა. არგენტინელის წასვლასთან დაკავშირებით, მისმა ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პირველი კომენტარი გააკეთა. მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ "სიტი" მესის შეძენით ნამდვილად ინტერესდებოდა, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ არგეტინელის "ბარსელონადან" წასვლას ვერავინ იფიქრებდა, "სიტიმ" სხვა ორიენტირი აიღო.
"ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლეო ბარსელონაში დარჩებოდა და ჯეკ გრილიში შევიძინეთ, რომელიც 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამჟამად, ლეო ჩვენს გეგმებში არ შედის", - განაცხადა გვარდიოლამ.
"სიტის" მესის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდა, თუმცა "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ბართომეუ, არგენტინელის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას ითხოვდა. მესიმ სასამართლოში დავას გუნდში დარჩენა ამჯობინა, თუმცა საბოლოოდ, მისი გეგმა, კატალონიაში კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, მაინც არ განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ £105.75 მილიონი გადაიხადა.

სხვა სტატიები