Belive

გვარდიოლა: ,,თუ ტურნირის ისტორიას გავითვალისწინებთ, ინტერი ჩვენზე მაღლა დგას''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ გვაქვს გეგმა, გვაქვს იდეა. თუ წარმატებას მივაღწევთ, მაშინ ვიტყვით, რომ გეგმამ გაამართლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვართ. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან.

ფავორიტის სტატუსი? თუ ტურნირის ისტორიას გავითვალისწინებთ, ,,ინტერი'' ჩვენზე მაღლა დგას, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. არ აქვს მნიშვნელობა ფავორიტი ხარ თუ არა... ვაპირებთ საუკეთესო თამაშის ჩვენებას და ვეცდებით, რომ სიამოვნება მივიღოთ. ჩემპიონთა ლიგის მოგება ოცნებაა. ამ შემთხვევაში ,,აკვიატება'' დადებითი მნიშვნელობისაა - ამ ოცნებით შეპყრობილი ვარ.

ასეთ თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია, 0:0-ზე ვიფიქროთ, რომ ვაგებთ. ასეთ ანგარიშზე იტალიურ გუნდებს ჰგონიათ, რომ იგებენ. მთავარია, რომ სტაბილურობა არ დავკარგოთ.

ჩემი წარმატების გასაღები? კარგი ფეხბურთელები უნდა გყავდეს. ადრე მესი მყავდა, ახლა - ჰოლანდი. ესაა ჩემი წარმატება, არ ვხუმრობ. ძლიერი ფეხბურთელი ყველა წარმატებულ მწვრთნელს ჰყავს. გოლი არცერთ სპეციალისტს არ გაუტანია,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,ინტერს” შორის დღეს, სტამბოლში გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები