Belive

გვარდიოლა სიტისთან კონტრაქტს 2025 წლამდე გაახანგრძლივებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ სიტის" ესპანელი თავკაცი პეპ გვარდიოლა გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება.

პეპი "ეტიჰადზე" 2016 წელს გადაბარგდა და "ქალაქელთა" გული მალევე მოიგო. მისი ხელმძღვანელობით "სიტი" ინგლისში უძლიერეს გუნდად ჩამოყალიბდა და ტიტულებიც უხვად მოიპოვა. გვარდიოლამ მანჩესტერულ კლუბთან ერთად პრემიერ ლიგა და კარაბაოს თასი ოთხჯერ მოიგო. გარდა ამისა, ესპანელმა მწვრთნელმა FA თასიც შემატა მის ტიტულების სიას და რაც ყველაზე მთავარია, გვარდიოლამ "სიტი" ნანატრ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა, სადაც "ჩელსის" წინააღმდეგ დამარცხდა.

პეპს "ქალაქელებთან" კონტრაქტი წლის ბოლოს ეწურებოდა და ამის თაობზე გულშემატკივრებში დიდი აჟიოტაჟიც ატყდა. საბოლოოდ, ბევრმა გავლენიანმა სპორტულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითავ გვრადიოლა "სიტიში" 2025 წლამდე დარჩება.

სხვა სტატიები