Belive

გვარდიოლა მოურინიოს ვერ გაუთანაბრდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უკვე წლებია საფეხბურთო სამყაროში, ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას დაპირისპირება გრძელდება, პეპსა და ჟოზეს ერთმანეთის წინააღმდეგ ესპანეთში და ინგლისში უასპარეზიათ, მათი უამრავი დაპირისპირების გამარჯვებული, ხშირ შემთხვევაში ესპანელი რჩებოდა, მაგრამ გუშინ "ნიუკასლთან" წაგებულმა მატჩმა პეპს გვარდიოლასთან ერთ კომპონენტში წააგებინა. საქმე იმაშია რომ ჟოზე მოურინიომ პრემიერლიგის საწყის 100 ტურში "ჩელსისთან" ერთად 237 ქულა დააგროვა, ხოლო გვარდიოლას ამ შედეგის გამეორებამდე გუშინდელი მატჩის მოგება არ ეყო და საწყის 100 ტურში მან 234 ქულის მოპოვება შეძლო. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი ნისლიან ალბიონზე 2004 წელს გადაბარგდა და "არისტოკრატებთან" ერთად პრემიერლიგაც მოიგო, პეპ გვარდიოლამ კი "სიტი" 2016 წელს ჩაიბარა.

სხვა სტატიები