Belive

გვარდიოლა: ,,მატჩამდე ჰოლანდს ვუთხარი, რომ უპამეკანოს 65-დან 70 წუთამდე ფეხი დაუცდებოდა, ის კი ბურთს სამჯერ შეეხებოდა და გაიტანდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბაიერნთან'' მატჩში ერლინგ ჰოლანდის გატანილი გოლის შესახებ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:

ჟურნალისტი: როგორც წესი, ჰოლანდს გოლის გასატანად მხოლოდ ერთ შეხება სჭირდება. ,,ბაიერნთან'' შეხვედრაში ბურთს სამჯერ შეეხო. როგორ შეგიძლიათ ახსნათ, რატომ სჭირდება მას ბურთთან ასე ცოტა შეხება?

გვარდიოლა: ეს ფეხბურთია, ხან ერთი შეხება გჭირდება, ხან - ორი, ხან - სამი, ხანაც - ათი. ეს არ არის პროგრამა და ხელოვნური ინტელექტი, შენ ფეხბურთელს არ მართავ. იცით რატომ დასჭირდა სამი შეხება? იმიტომ, რომ უპამეკანოს ფეხი დაუცდა...

მატჩამდე ერლინგს ვუთხარი: ,,65-დან 70 წუთამდე უპამეკანოს ფეხი დაუცდება, შენ ბურთს სამჯერ შეეხები და გოლს გაიტან.'' ყველაფერი სწორედ ასე მოხდა.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 48 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები