Belive

გვარდიოლა: ,,ინტერის მატჩები ვნახეთ და მესმის, რატომ გავიდა ეს გუნდი ფინალში''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩზე ისაუბრა:

,,ინტერს მდიდარი ისტორია აქვს. ეს გუნდი ძალიან კარგია არა მხოლოდ დაცვაში, არამედ გარდამავალ ფაზებში, თავდამსხმელების გამოყენებაში. მათი მეკარე გამორჩეულია შეტევის დაწყების უნარით, რაც მაღალ პრესინგს ართულებს. მეტოქის ბევრი მატჩი ვნახეთ და მესმის, რატომ გავიდნენ ისინი ფინალში.

,,ინტერი'' ბევრ პრობლემას შეგვიქმნის. ასეთი დაცვის წინააღმდეგ შეტევის თამაში მარტივი არ არის. მოგვიწევს, რომ მაღალი ტემპით ვიმოქმედოთ და ამასთან ერთად, მოთმინებაც არ დავკარგოთ. დროის გასვლასთან ერთად მღელვარებაც მოიმატებს, რაც პრობლემებს გამოიწვევს.

ეს არის ფინალი უმაღლესი დონის გუნდის წინააღმდეგ და ჩვენ ჩვენს მიზანს აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ოპტიმიზმი და თავდაჯერებულობა არ გვაკლია, მაგრამ ფინალში მეტოქის ოსტატობის უარყოფა არ შეიძლება,'' - განაცახადა გვარდიოლამ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ,,მანჩესტე სიტისა'' და ,,ინტერს'' შორის შაბათს, 10 ივნისს, სტამბოლში გაიმართება.

სხვა სტატიები