Belive

გვარდიოლა: ,,ჰოლანდს მომავალში პრობლემები ექნება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ბარნლისთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, გუნდის თავდამსხმელზე, ერლინგ ჰოლანდზე, ისაუბრა:

,,მომავალში ამ ბიჭს პრობლემები ექნება, რადგან ხალხი მისგან ყოველთვის 3-4 გოლის გატანას ელის, ეს კი სულ ასე არ მოხდება...

თუმცა, ვიცი, რომ მისთვის სულერთია, სხვები რას ამბობენ, ძალიან პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანია, არასოდეს წუწუნებს, საკუთარ თავზე ზრუნავს. მანამ, სანამ კარგად ვითამაშებთ, გოლების გატანას გააგრძელებს.

არ ვიცი, რა შედეგებს ისახავს მიზნად, მაგრამ მანამდე გაიტანს, სანამ ასე ვითამაშებთ,'' - გვარდიოლას სიტყვებს Espn-ი ციტირებს.

ინგლისის თასის 1/4-ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ბარნლის'' 6:0 მოუგო. ჰოლანდმა მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

მიმდინარე სეზონში ნორვეგიელის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 42 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები