Belive

გვარდიოლა: ,,ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ FA Cup-ზე მესის რეკორდი არ მოეხსნა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, ,,ლაიფციგთან'' 7:0 მოგებულ შეხვედრაში, პეპ გვარდიოლამ ერლინგ ჰოლანდი 5 გატანილი გოლის შემდეგ შეცვალა, სოციალურ ქსელში არაერთი ხუმრობა დაიწერა იმის შესახებ, რომ სპეციალისტმა მესის რეკორდი (ლიგის ერთ მატჩში გატანილი გოლების რაოდენობით ახლა უკვე ჰოლანდი, მესი და ლუის ადრიანო ლიდერობენ) ,,გადაარჩინა''.

დღეს ჰოლანდმა ,,ბარნლის'' ჰეთთრიკი 59-ე წუთზე შეუსრულა, გვარდიოლამ კი ფეხბურთელი მოედნიდან 4 წუთში გაიყვანა. მატჩის შემდეგ, პეპმა გავრცელებულ ხუმრობებს, ხუმრობითვე უპასუხა:

,,ჰოლანდი იმიტომ შევცვალე, რომ FA Cup-ზე მესის რეკორდი არ მოეხსნა. ჩემი ფეხბურთელების დასჯა ყოველთვის მსურს, ჩემი განზრახვა სწორედ ეს არის,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 42 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები