გვარდიოლა ევერტონის კარში დანიშნულ პენალტზე: ,,წესები არ ვიცი''
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ევერტონთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა. ესპანელ სპეციალისტს მეტოქე გუნდის კარში დანიშნულ პენალტზეც ჰკითხეს:
,,ვფიქრობ, პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი ფლანგებიდან უფრო სწრაფად შევუტიეთ და უკეთ ვიმუშავეთ. ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ აჩვენეს, რა შეუძლიათ...
ვიცით, რომ ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 მოგების შემდეგ, კითხვები გაჩნდა, რადგან შედეგი მთავარია. თუმცა, ჩვენ არსენალთან, ლივერპულთან, ტოტენჰემთან და ასტონ ვილასთან ახლოს ვართ და გვინდა, ასე გავაგრძელოთ.
თერთმეტმეტრიანზე - ბოდიში, მაგრამ ეპიზოდის განმეორება არ მინახავს და ამაზე მოგვიანებით გიპასუხებთ. წესები არ ვიცი... ზოგჯერ პენალტი ინიშნება, ზოგჯერ კი არა. ევროპაში წესები სრულიად განსხვავებულია. იქნებ, ერთ დღეს ყველაფერი დააზუსტონ...'' - პეპ გვარდიოლა
პრემიერლიგის მე-19 ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ევერტონს'' სტუმრად 3:1 მოუგო.
გვარდიოლას გუნდი 37 ქულით სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა და ლიდერ ,,ლივერპულს'' 5 ქულით ჩამორჩება (სიტის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).