Belive

გვარდიოლა: ,,არსენალმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული უკვე მოიპოვა - ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა''

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, პრემიერლიგაში ,,არსენალის'' მიმდინარე სეზონი შეაფასა:

,,7 წლის შემდეგ, ,,არსენალმა'' ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა. ნუთუ ეს პერსპექტივა არ არის? შვიდი წლის შემდეგ, მათ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვეს - ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება.

ეს ფინანსური თვალსაზრისით მომგებიანია, პრესტიჟულია და დღემდე ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტულია... ისინი ამას უკვე დაეუფლნენ,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

პრემიერლიგის 34 ტურის შემდეგ ,,არსენალს'' 78 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა. ,,მეთოფეები'' მეორეადგილოსან ,,სიტის'' 2 ქულით უსწრებენ, თუმცა გვარდიოლას გუნდის ანგარიშზე ორით ნაკლები მატჩია.

სხვა სტატიები