Belive

გვარდიოლა: ,,არ ვიცნობ არცერთ მწვრთნელს, რომელსაც ტურნირის მოგება არ სურს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ლაიპციგთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,სასიამოვნოა, რომ სეზონის სტარტზე ამ ტურნირის მოგების მთავარ კანდიდატებად, მთავარ ფავორიტებად გვთვლიან. რეალობა ისაა, რომ მოედანზე 95 წუთი ვთამაშობთ. ,,ლაიპციგი'' პირველ მატჩამდეც კარგი გუნდი იყო, ისევე, როგორც ნებისმიერი გუნდი ინგლისში, ნეაპოლში, მილანში, მადრიდში... ჩვენი თამაში უნდა შევთავაზოთ და უნდა მოვიგოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე, ,,სიტის'' მთავარ მწვრთნელის პოსტზე ჩემი პირველი მატჩის წინ მკითხეს: ,,აქ ჩემპიონთა ლიგის მოგესაბად ხართ?'' მადრიდის ,,რეალის'' მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, გავიგებდი, თუმცა, მაინც დავთანხმდი. რა თქმა უნდა, აქ მოსაგებად ვართ, არ ვიცნობთარცერთ კლუბსა და მწვრთნელს, რომელსაც ტურნირის მოგება არ სურს.

,,ლაიპციგის'' ფეხბურთელები წარმოუდგენლად აგრესიულები არიან, თამაშობენ მაღალ პრესინგს, ასეთ დროს ბურთის კონტროლი რთულია და შენც პრესინგისთვის სწორი ტემპი უნდა შეარჩიო,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტი'' ,,ლაიპციგს'' უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

სხვა სტატიები