Belive

გვარდიოლა: ,,ახლა ბეილი გოლფის ფანტასტიკური მოთამაშე გახდება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გარეთ ბეილის საფეხბურთო კარიერის დასრულებას ხუმრობით გამოეხმაურა:

,,ბეილს საოცარი კარიერა ჰქონდა, ბევრი ტიტული მოიგო. მგონი, უელსის ნაკრებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

ახლა ის გოლფის ფანტასტიკური მოთამაშე გახდება. ერთხელ სათამაშოდ დავპატიჟე, მაგრამ არ ეცალა. შესაძლოა, ახლა მეტი დრო ჰქონდეს და ისევ დავპატიჟებ,'' - გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports-ი ციტირებს.

გარეთ ბეილმა კარიერა 33 წლის ასაკში დაასრულა. მისი ბოლო გუნდი ,,ლოს ანჯელესი'' იყო. მანამდე უელსელი ,,საუთჰემპტონში'', ,,ტოტენჰემსა'' და ,,რეალში'' თამაშობდა.

,,სამეფო გუნდის'' შემადგენლობაში ბეილმა ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო.

სხვა სტატიები