Belive

გვარდიოლა 5 წუთში გატანილ 3 გოლზე: ,,რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,ასტონ ვილასთან'' ქამბექზე ისაუბრა:
,,რეალს დავურეკე, მათ კი კარგი რჩევა მომცეს. იმას, რაც მადრიდში მოხდა, ახსნა არ ჰქონია, ასეა ამ შემთხვევაშიც. ეს მომენტის საკითხი იყო. ასეთი სიტუაციები ზოგჯერ ძალიან სასიამოვნოა. ეს დაგვეხმარება, რომ მომავალ სეზონში კიდევ უფრო ძლიერები ვიყოთ,'' - გვარდიოლას სიტყვებს Marca ციტირებს.
პრემიერლიგის ბოლო ტურში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ასტონ ვილას'' ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, 3:2 მოუგო და ინგლისის ჩემპიონი გახდა. გვარდიოლას გუნდმა გოლების გატანა 76-ე, 78-ე და 81-ე წუთებზე შეძლო. რამდენიმე დღის წინ, ,,ქალაქელები'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის ,,რეალთან'' დამარცხდნენ - ,,სამეფო კლუბმა'' გოლები 90-ე, 91-ე და 95-ე (დამატებით დროში) წუთებზე გაიტანა.

სხვა სტატიები