Belive

გვარდიოლა: ,,საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რიად მაჰრეზის ,,ალ აჰლიში'' გადასვლის შემდეგ, განაცხადა, რომ საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა:

,,რა თქმა უნდა, მაჰრეზის გუნდში დარჩენა მსურდა. როგორც მწვრთნელს, მასთან მუშაობა მსიამოვნებდა. ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა.

საუდის არაბეთმა სატრანსფერო ბაზარი შეცვალა. რამდენიმე თვის წინ, როცა კრიშტიანუ რონალდუ მათ ლიგაში გადავიდა, არავის ეგონა, რომ არაბეთში ამდენი ტოპ-დონის ფეხბურთელი ითამაშებდა. რიადმა წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღო, ამიტომ ვერ ვეტყოდით - ,,ნუ გააკეთებ ამას!''

არაბებს სურთ, რომ ძალიან ძლიერი ლიგა შექმნან და მათ ეს შეუძლიათ. არ ვიცი, ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ფეხბურთელებს მათ ლიგაში თამაში უნდათ,'' - გვარდიოლას სიტყვებს ESPN-ი ციტირებს.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაბულ გუნდებში არაერთი გამორჩეული ფეხბურთელი, მათ შორის რიად მაჰრეზი, ედუარ მენდი, რობერტო ფირმინო, კარიმ ბენზემა, ნ'გოლო კანტე, მარსელო ბროზოვიჩი, სეკო ფოფანა, ალექს ტელეში, მალკომი, რუბენ ნევეში, კალიდუ კულიბალი, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი, ჯორდან ჰენდერსონი და მუსა დემბელე გადავიდნენ.

სხვა სტატიები