გურამ კაშიამ ზედიზედ მე-2 შეხვედრაში გაიტანა და თავის გუნდს მოაგებინა
სლოვაკეთის უმაღლესი ჩემპიონატის მე-16 ტურის შეხვედრაში ბრატისლავის სლოვანმა მიხალოვცე 3:2 დაამარცხა. სლოვანის რიგებიდან პირველი გოლი 68-ე წუთზე გურამ კაშიამ გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მან 14 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 6-ში გაიმარჯვა, ბურთს 96-ჯერ შეეხო, 82 გადაცემიდან 77 ზუსტად შეასრულა (94%), კარში ერთხელ დაარტყა და გოლიც გაიტანა.
გურამ კაშიას შეფასება სხვადასხვა საიტების მიხედვით:
Sofascore - 7.8
Flashscore - 8.1
ბრატისლავის სლოვანი სლოვაკეთის ჩემპიონატში 36 ქულით პირველ ადგილზეა (11 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 3 დეკემბერს, რუზომბეროკის წინააღმდეგ გამართავს.
გურამ კაშია ზედიზედ მე-2 შეხვედრაში ახერხებს გოლის გატანას, ჯერ რაიო ვალეკანოსთან, ახლა კი შიდა ჩემპიონატში და მიმდინარე სეზონში ეს მისთვის სადებიუტო იყო.