Belive

გურამ კაშია: "ზლატანი თამაშის დროს შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"სექტემბერი ძალიან ცუდი თვე იყო. ფეხბურთელებმა ძალიან ცუდად ვითამაშეთ და პასუხისმგებლობა ჩვენც უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე. რაც შეეხება განწყობას და შემართებას, ამის პრობლემა არასდროს გვქონია, რადგანაც ფეხბურთელები ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნაკრებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ. ზლატან იბრჰიმოვიჩი მაღალი დონის ფეხბურთელია, მაგრამ მატჩის დროს ის ხშირად შეურაცხყოფის მოყენებას ცდილობს, თუმცა ჩვენ ამას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და მთავარია, მოედანზე ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და შედეგზე ვიფიქროთ. კარგია, რომ გულშემატკივარი ბრუნდება რადგანაც ბათუმში ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა ფაქტობრივად, ნეიტრალურ სტადიონზე გავმართეთ. იმედია, ქომაგი ხვალიდან ბათუმში ქულების დაგროვებაში დაგვეხმარება", - თქვა 34 წლის ცენტრალურმა მცველმა.
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს ბათუმში, 11 ნოემბერს დაუპირისპირდებიან. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები