გურამ კაშია ზედიზედ მეოთხედ გახდა სლოვაკეთის ჩემპიონი
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სლოვაკეთის ჩემპიონატის დამთავრებამდე 2 ტურით ადრე ბრატისლავის "სლოვანმა" ჩემპიონობა გაინაღდა. სლოვანი ზედიზედ 7 წელია ქვეყნის ჩემპიონი ხდება და აქედან ბოლო 4 შემთხვევაში ამ ტიტულის მოპოვება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მოახერხა.
30-ე ტურის შეხვედრაში სლოვანმა საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტი "ჟილინა" დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა, მათ შორის ქულათა სხვაობა კი 12 გახდა.
გურამ კაშიას ჟილინასთან თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ქართველმა მცველმა წინა ტურის შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო. გურამს მიმდინარე ჩემპიონატში 2 გოლი აქვს გატანილი.