Belive

გურამ გიორბელიძე: "ცოტა რომ გაგვმართლებოდა, ქულის მოპოვება შეგვეძლო" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, შვედეთთან, სტუმრად – 0:1 დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა, გურამ გიორბელიძემ კომენტარი გააკეთა.
"მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო. შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს, შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ", - თქვა კაშიამ.
33 წლის ცენტრალურმა მცველმა სკანდინავიაში ჩატარებულ მატჩში მე-60 წუთიდან, ანუ მას მერე, რაც მოედანი ჯაბა კანკავამ დატოვა, კაპიტნის სამკლაურით ითამაშა. მომდევნო, მეორე ტურის მატჩს საქართველოს ეროვნულ გუნდს 28 მარტს, “დინამო არენაზე”, ესპანეთის წინააღმდეგ ელოდება. მატჩზე დასასწრები 15 000 ბილეთი უკვე გაყიდულია, შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა კი საქართველოს პირველი არხის ეთერში იქნება შესაძლებელი.

სხვა სტატიები