Belive

,,გუნდს ვტოვებ! უმჯობესია, წავიდე...'' - ვინისიუსი მოედნიდან გასვლისას

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონასთან მოგებულ მატჩში, რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, ვინისიუს ჟუნიორი მოედნიდან 72-ე წუთზე გაიყვანა.

ვინიმ გასვლისას უკმაყოფილება ვერ დამალა - იჩხუბა, ალონსოს ხელი არ ჩამოართვა და ეგრევე გასახდელისკენ გაემართა. როგორც მარკა წერს, ბრაზილიელი მოედნის დატოვებისას ამბობდა: ,,გუნდს ვტოვებ! უმჯობესია, წავიდე...''

კონფლიქტის მოსაგვარებლად ვინისიუსთან გასახდელში მეკარეების მწვრთნელი, ლუის ლოპისი შევიდა და ფეხბურთელი დაარწმუნა, სათადარიგოთა სკამზე დამჯდარიყო.

AS-ის ინფორმაციით, ვინი მიიჩნევს, რომ კლუბში საკმარისად არ აფასებენ და რეალის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს. გარდა ამისა, მისთვის მიუღებელია მთავარი მწვრთნელის მისდამი დამოკიდებულებაც. თავის მხრივ, ესპანური გამოცემა წერს, რომ ხაბი ალონსოს ,,სამეფო კლუბისგან'' სრული მხარდაჭერა აქვს.

მიმდინარე სეზონში ვინისიუსის ანგარიშზე რეალის მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. ბრაზილიელს მადრიდულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები