Belive

"გუნდს დიდ მოტივაციას სძენს, ასეთ კიტეს არ ვიცნობდი" - შტურმის ფეხბურთელი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ფეხბურთელის ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" ავსტრიის თასის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა. გრაცელებმა ვენის "რაპიდი" 2:1 დაამარცხეს. კიტემ საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის მომგები გოლიც "შტურმის" ფეხბურთელს გაატანინა.

მატჩის შემდეგ ქართველ ფეხბურთელზე ავსტრიელმა დავიდ აფენგრუბერმა ისაუბრა:

ასეთ კიტეს ნამდვილად არ ვიცნობდი. მას შეუძლია გუნდს მოტივაცია შესძინოს და გაამხნევოს, ჩვენ ეს მისგან ვიგრძენით და მივხვდით, რომ გუნდს გამოფხიზლება სჭირდებოდა.

ჩვენ ვიცით, რომ "რაპიდზე" უკეთესი გუნდი ვართ, მაგრამ ფინალი ფინალია და ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო. - დავიდ აფენგრუბერი

სხვა სტატიები