Belive

"გუნდს აქვს იმის მენტალიტეტი, რომ არასდროს დანებდეს" - გიორგი ქოჩორაშვილი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-7 ტურის შეხვედრაში "ლევანტემ" "ალმერიას" უმასპინძლა. გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა მეტოქე 4:2 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ჯერ ბრწყინვალე გოლი გაიტანა და შემდეგ შესანიშნავი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მატჩის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" მედიასთან კომენტარი გააკეთა.

დღევანდელი მატჩის შესახებ და ბრწყინვალე გოლზე:

მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ იმით, როგორც დავიწყეთ თამაში, ორი გოლით ვიგებდით, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლები გავუშვათ. გუნდს აქვს იმის მენტალიტეტი, რომ არასდროს დანებდეს, რომელსაც ასევე მეც ვიზიარებ. მეორე ნახევარში მოედანზე მოსაგებად გამოვედით.

გულშემატკივრის მხარდაჭერით აღფრთოვანებული ვარ, რადგან მათგან სრულ გვერდში დგომას ვგრძნობ, როდესაც დაღლილი ხარ ან პასის გაკეთებას ვერ ახერხებ მუხტით და ენერგიით გავსებენ, ამიტომ ვთხოვ მათ, რომ იგივე ენერგია შეგვძინონ მომდევნო მატჩში და მოედანზე ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს დავდებთ. - გიორგი ქოჩორაშვილი - "ლევანტეს" ფეხბურთელი

საგოლე გადაცემაზე, რომელიც კარლოსს ალვარესს გაუკეთა

მე ყოველთვის ვცდილობ მას ვარჯიშზე ვესაუბრო. მე და მას ერთმანეთთან ძალიან დიდი ნდობა ჩამოგვიყალიბდა. როდესაც მე მაქვს ბურთი მას ყოველთვის ვეძებ და ეს მან იცის, ანალოგიურად ხდება მისგანაც, ყოველთვის ვეუბნები, რომ მომძებნოს და პასი გამიკეთოს. მე ძალიან ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით და ჩვენ წინსვლას გავაგრძელებთ, მთავარია, რომ გუნდი ერთ მუშტადაა შეკრული. - გიორგი ქოჩორაშვილი - "ლევანტეს" ფეხბურთელი

"ლევანტე" ლა ლიგა 2-ის ცხრილში 14 ქულით პირველ ადგილს იკავებს (4 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 6 ოქტომბერს, "ოვიედოს" წინააღმდეგ გამართავს.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში უკვე 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

სხვა სტატიები