Belive

გულის პრობლემების გამო ოსკარმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სან-პაულუს ბრაზილიელი ფეხბურთელი ოსკარი, სეზონისწინა სამედიცინო შემოწმებას გადიოდა როდესაც გონება დაკარგა და ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შესახებ ინფორმაცია ბრაზილიურმა მედიამ გამოაქვეყნა. 34 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა ნაადრევად დაასრულოს, რადგან გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ის ცუდად გულის პრობლემების გამო გახდა. ოსკარი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება, გაწერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბრაზილიელი ცუდად ველოტრანაჟორზე ტესტის გავლისას გახდა, ის გონების დაკარგვის შემდეგ მიწაზე დაეცა და დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო. ამის შემდეგ ფეხბურთელს სხვადასხვა ტიპის სამედიცინო გამოვკლევები ამ დრომდეც უტარდება.

ოსკარი სწორედ სან-პაულუს აღზრდილია და პირველად ძირითად გუნდში 2008 წელს მოხვდა, ამის შემდეგ ბრაზილიურ ინტერნაციონალში თამაშობდა და 2012 წელს ჩელსიში გადავიდა, ლონდონური გუნდიდან 2017 წელს ჩინეთისკენ, კერძოდ შანჰაი პორტისკენ გაემართა, ბოლოს მიმდინარე წლის დასაწყისში კი სან-პაულუში დაბრუნდა.