Belive

გუარდიოლამ "კამპ ნოუზე" დაბრუნება გამორიცხა

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
49 წლის ესპანელი სპეციალისტი ამჟამად "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს. მას შემდეგ, რაც ხოსეპ მარია ბართომეუმ "ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ყველა ელის, რომ კლუბში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი და კატალონიურ კლუბში შექმნილი სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. "ბარსელონაში" მოსალოდნელ ცვლილებებს დაუკავშირეს პეპ გუარდიოლას შესაძლო დაბრუნება კლუბში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ესპანური გრანდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ გუარდიოლას კლუბში მუშაობას უკავშირდება. თუმცა, ესპანელმა სპეციალისტმა პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "შეფილდ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ თავისი დაბრუნება "კამპ ნოუზე" გამორიცხა. "ჩემი ცხოვრების პერიოდი, როგორც ბარსელონას მთავარი მწვრთნელისა, დასრულებულია",- აცხადებს გუარდიოლა. გუარდიოლას კონტრაქტი "მანჩესტერ სიტისთან" 6 თვეში ეწურება, ესპანელი მზადაა კლუბთან კონტრაქტის გასახანგრძლივებლად, თუმცა ის თვლის, რომ მან ეს უნდა დაიმსახუროს გუნდის 2020-21 წლის სეზონის წარმატებული გამოსვლით. გამოითქვა მოსაზრებები, რომ თუ გუარდიოლა შემდეგ ზაფხულს "მანჩესტერ სიტის" დატოვებს, შესაძლოა კატალონიურ კლუბში დაბრუნდეს, რასაც მხარს ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ფონტიც უჭერს, რომელიც თვლის, რომ "ბარსელონას" ლეგენდები, როგორებიც არიან: პეპ გუარდიოლა, ხავი, ინიესტა, პუიოლი კლუბში უნდა იყვნენ დასაქმებულები, რადგან მათ ყველაზე მეტად ესმით, თუ რა სჭირდება "ბარსელონას". გუარდიოლამ მწვრთნელის კარიერა "კამპ ნოუზე" დაიწყო, სადაც 2008 წლიდან 2012 წლამდე 14 ტიტული მოიგო, მათ შორის 3 ესპანეთის ჩემპიონის ტიტული და 2 ჩემპიონთა ლიგის. იმ დროს შესაძლოა მან ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო გუნდი შექმნა. გუარდიოლა ირწმუნება, რომ მან თავისი მოღვაწეობა ბარსელონაში დაასრულა და ის "კამპ ნოუზე" მხოლოდ გულშემატკივრად დაბრუნდება.

სხვა სტატიები